საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ იორკში მონაწილეობა მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანსის და ევროპის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ მიღებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ მაღალი რანგის დისკუსიაში "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი - ქალთა გაძლიერება" მონაწილეობა მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა "ფორდჰეიმის " უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მისი პოლიტიკური დღის წესრიგი, მიზნები და ამოცანები იყო არა კანონმდებლობა, არამედ პოლიტიკური ლიდერების, საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების უნარი, დაიცვან წესები, რომლებიც დამყარებული და დაწერილია.
ბოლო 40 წლის მანძილზე, პირველად გამოვიდა "ვეფხისტყაოსნის" ახალი ინგლისური თარგმანი, რომელიც პირველი პოეტური თარგმანია, შესრულებული 16 მარცვლიანი შაირით.
თალიბანის მებრძოლებმა გუშინ ავღანეთის ქალაქი კუნდუზი აიღეს. ეს ერთ-ერთი ქალაქია, რომელშიც ბაჩა ბაზი (სიტყვასიტყვით ”ბიჭებით თამაში”) გავრცელებული პრაქტიკაა. სწორედ ამას უკავშირდება რამდენიმე დღის წინ გავრცელებული The New York Times-ის სტატია, რამაც პენტაგონი სკანდალში გახვია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო მთელი არმიით უნდა გაწევრიანდეს ნატო-ს ეგიდით შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში, რადგან ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც ,,გაზპრომთან" დაკავშირებით ატყდა. მას ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორად მიაჩნია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ახალციხის მუნიციპალიტეტსა და დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 070728,84 ლარია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ე.წ. ნარუშილოვკებზე და მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.
"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამერიკის პოლიტიკურ ისთებლიშმენთში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გავხადო"- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ში მიმდინარე შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.