საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას პასუხობს. უსუფაშვილი კიდევ ერთხელ აქვეყნებს მის მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომელშიც მოსამართლეებს აზრის გამოხატვის თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდებს
გიგი უგულავას საქმეზე მთავარი პროკურატურა ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა BBC -ზე გადაცემა HARDtalk -ში განაცხადა.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო BBC-ის გადაცემაში „HARDtalk“. თინათინ ხიდაშელმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი საზოგადოების განწყობაზე, საქართველოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა.
ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი გაჩეჩილაძის ინფორმაციით, "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომლითაც ის ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
შპს "სტუდია მაესტროს" პარტნიორი, 25%-იანი წილის მფლობელი, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "სტუდია მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორის განცხადება ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი, მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, პერიოდული შეკეთებისა და რეაბლიტაციის ტენდერებში მონაწილე კომპანიების მხრიდან, ხელშეკრულების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების გაყალბები გახშირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.