თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ, ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ამასთან მიმართა მოქალაქეებს, რომ პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4499 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გასულ პარასკევს დადგენილი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.4491 ლარი ღირდა

სრულად...

რეფორმის შედეგად ახალი წესით არჩეული იქნება ახალი მთავარი პროკურორი - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ განუცხადა, თუმცა როგორც მან დააკონკრეტა, პროკურატურაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

სრულად...

რუსული კომპანია “ინტერ რაო”, რომელსაც მონოპოლიური პოზიციები აქვს სომხეთში ელექტროენერგიის მიწოდებისა და განაწილების საქმეში, ყიდის ამ ქვეყანაში თავის ასპროცენტიან შვილობილ კომპანიას- “სომხეთის ელექტრო ქსელს”.

სრულად...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბერლინში მოლაპარაკებები გამართეს.

სრულად...

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის აზრით, მეტროს მშენებლობის შემდეგ, დედაქალაქში "პანორამა თბილისის" მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა. ამის შესახებ ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართვის კომენტირებისას განუცხადა.

სრულად...

ინგლისში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე პირველი ტურის შემდეგ ორდღიანი შესვენება გამოცხადდა. ბოლო მატჩი იმ ჯგუფის ლიდერებს შორის შედგა, რომელშიც საქართველოს ნაკრები გამოდის. C – ჯგუფის და ზოგადად ტურნირის ფავორიტების – ახალი ზელანდიისა და არგენტინის შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბულიც გამოდგა.

სრულად...

ჩვენ სასამართლოს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, იმუშაოს დამოუკიდებლად, ვინაიდან მთავარი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაა, რომელ მხარესაც არ უნდა მოსწონდეს მიღებული გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

სრულად...

მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე ჯვარი აღიმართა. 5,10 მეტრის სამაღლის 3,5-ტონიანი მოოქროვილი ჯვარი ტაძრის გუმბათზე სპეციალური ტექნიკის დახმარებით აიტანეს.

სრულად...

ლარის ასეთი მდგომარეობა ნაწილობრივ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრალია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი