საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური პარამეტრები სრულად ამოწურულია.
ჩვენ ყველა უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, რომ სანამ სასამართლოს განაჩენით არ არის ვინმე დამნაშავედ გამოცხადებული, მანამდე ადამიანი არის უდანაშაულო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ის რაც გიგი უგულავასთან მიმართებაში მოხდა, ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, ასე უპასუხა:
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის – ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს და უნიათოდ ფლანგავს წლების მანძილზე დაგროვებულ საერთაშორისო რეზერვებს.
ნაგავსაყრელზე ნაპოვნ ჩვილს ქეთევანს დაარქმევენ – ამის შესახებ გაზეთი “კვირის პალიტრა“ ვარკეთილში ნაგავსაყრელთან 18 სექტემბერს ნაპოვნი ჩვილის შესახებ წერს.
ვცდილობთ, ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების სტანდარტები, რაც შეიძლება მეტად დავუახლოვოთ იმ სტანდარტებს, რომელიც თანამედროვე სამყაროში ყველაზე მაღალია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს “რედისონში” გამართულ სემინარზე განაცხადა.
როდესაც არასრულყოფილი პროექტების გზადაგზა შესწორება გიწევს, კომპანიას ობიექტის დროულად ჩაბარებასა და ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოს ვერ მოსთხოვ. უამრავ კომპანიასთან გვაქვს პრეტენზია, მაგრამ ვერაფერს ვამბობთ, რადგან დამნაშავეები ჩვენ ვართ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” განაცხადა.
კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მომუშავე, წამყვანი ბრიტანული და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები "პანორამა თბილისის" მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.
დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა.
საბერძნეთში გამართულ რიგგარეშე საპრალამენტო არჩევნებში გამარჯვება კვლავ მემარცხენე იდეოლოგიის პარტია "სირიზამ" მოიპოვა. ამ დროისთვის ბიულეტენები თითქმის უკვე დათვლილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.