ევროკავშირი მიგრანტების დასახმარებლად ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს. ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე მიიღეს.
მე ვფიქრობ, რომ MAP-ი საქართველოს არ სჭირდება, – აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გააკეთა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით გამგეობის თანამდებობის პირებსა და „საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას“ შორის შეხვედრა გაიმართა და მათ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად აბონენტთა რაოდენობა მუნიციპალიტეტში 200 ოჯახით გაიზრდება.
მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირება არა მარტო რუსეთის, არამედ აზერბაიჯანის ეკონომიკაზეც ძალიან უარყოფითად მოქმედებს, რადგან ამ ქვეყნის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი (65%-ზე მეტი) სწორედ ნავთობის სექტორის ხარჯზე ივსება.
საპარტნიორო ფონდის ახალ ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე წარადგინეს. დავით საგანელიძე მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.4075 ლარად იქნება შესაძლებელი.
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსთან, ნუგზარ ბოლქვაძესთან ერთად აკეთსა და მამათში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობს. ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს (დიაუბ) გადაწყვეტილებას, 1 ნოემბერს აზერბაიჯანში ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში დამკვირვებელთა 400-წევრიანი მისიის გაგზავნის შესახებ, აზერბაიჯანის ხელისუფლებაში მკვეთრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.