საქართველოს II ლიგის 2015 წლის სეზონზე აბაშის მუნიციპალიტეტის ახლად დაფუძნებულმა საფეხბურთო კლუბმა "ზანამ" საკუთარ მოედანზე პირველი თამაში ხობის „კოლხეთი II“ -თან გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა.
ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (The International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნდა „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2015" (Open Budget Survey 2015) -ის შედეგები, რომლის თანახმადაც საქართველომ 66 ქულით, მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის, მე-16 ადგილი დაიკავა,
კახა მამულაშვილი გათავისუფლების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში გარკვეულ დოკუმენტზე ხელის მოწერის მიზნით ადვოკატთან ერთად მივიდა. მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ ავიაკვირეულის გახსნას დაესწრო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3876 ლარი გახდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში სამუშაო ვიზიტი პოლონელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. თინა ხიდაშელმა და ტომას სიემონიაკმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
საქართველომ დაამტკიცა, რომ სანდო სატრანზიტო ქვეყანა ვართ, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, ჩვენ ვაშენებთ და ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, უზრუნველყოფილია ბიზნესისა და მედიის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა.
ნარკოდანაშაულში ბრალდებული პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე ”მამულიჩა” სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს. მამულაშვილის წინასასამართლო სხდომა სასამართლოში 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი ახლობლები, მათ შორის ძმა, შვილი და მეგობრები მე-12 დარბაზთან პროცესის დაწყებას თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ.
კახეთში რთველი იწყება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო, დაპირებისამებრ, 10 სექტემბრიდან ყურძნის შესყიდვას დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან იწყებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონღოლეთის პრემიერ-მინისტრს, საიხანბილეგ ჩიმედს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და მონღოლეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.