მარტვილის მუნიციპალიტეტში ორი ახალი გზა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ საზეიმოდ გახსნეს.
ბათუმში, თამარის დასახლებაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ერთი დანით, მეორე კი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. აღნიშნული შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
უნგრეთის მთავრობა სერბეთის საზღვარზე პოლიციის დასახმარებლად სამხედროების გაგზავნას გეგმავს. BBC -ის ცნობით, სერბეთიდან უნგრეთში ყოველდღიურად ათასობით მიგრანტი გადადის, რის გამოც უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება სასაზღვრო რეგიონში გაუარესებულია.
ჩინურ გამოცემა China Daily-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი: "საქართველო: აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტი, რომელიც დააახლოებს ჩინეთსა და ევროპას" გამოქვეყნდა, რომლის თარგმანსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი "ივერიისას" ადმინისტრაცია საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსისთვის ბრძოლაში მაკედონიის ნაციონალურ გუნდს სასურველი ქულათა სხვავობით აჯობა.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მცხეთაში 4 წლის ბავშვი სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ეშტიასა და სათხეში საავტომობილო გზის მიმდინარე სამუშაოებს სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გაგიკ კარსლიანთან და სამშენებლო კომპანია შპს „ჯავახ-ავტოგზის“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტი 350 მილიონი ფუნტი სტერლინგის (დღევანდელი კურსით, 1 მილიარდ 284 მილიონი ლარი) ინვესტიციას დებს იმისათვის, რომ 2020 წლისთვის ახალი საინჟინრო კამპუსი გახსნას.
საქართველოში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივისა და მისი სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ქართულ-ჩინური საწარმო აშენდება - დალიანში დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.