ესპანური ავიაკომპანია Vueling Airlines მომავალი წლიდან ბარსელონიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობას სწავლობს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სემეკ-ის წევრობის სამი კანდიდატი დაასახელა. ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის, გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრობის კანდიდატებად დავით ასლანიშვილი, გიორგი ფანგანი და მარინა გულედანი წარადგინა.
ჩინეთში ვიზიტამდე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბიშკეკში ჩავიდა. ბიშკეკის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი დახვდა.
თბილისში ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფი ძალაში დღეიდან შევიდა. გაზრდილი ფასების შესახებ სემეკ-ის დადგენილება "საკანონმდებლო მაცნეში" დღეს გამოქვეყნდა.
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის საზღვარი გადაკვეთეს და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე „ქურთთა მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.
დასავლეთის სანქციები ირანის ეკონომიკის მიმართ 2016 წლის პირველ კვარტალში გაუქმდება. ამის შესახებ სააგენტო “ბლუმბერგი“ წერს. სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ თეირანი ყველა აუცილებელ პირობას შეასრულებს.
ადამიანის უფლებების საკითხებში მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებით, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არ არსებობს არანაირი პოლიტიკა, მაშინ, როცა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა სააკაშვილთან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილედ ტელემაუწყებლობის დარგში სერგი გვარჯალაძე დაინიშნა. ამ დრომდე აღნიშნულ თანამდებობას გიორგი ჩართოლანი იკავებდა. იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანებული არქივის ხელმძღვანელად გააგრძელებს მუშაობას.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.