"ბარსელონა" ევროპის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. "ბარსელონამ" "სევილია" დამატებით დროში ანგარიშით, 5:4 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა პედრომ გაიტანა.
ბავშვობიდან „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვარ – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ UEFA-ს სუპერთასის მატჩს ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედროებთან ერთად დაესწრება.
ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობა იუსტიციის სამინისტროს სერვისებს სწრაფად და კომფორტულ გარემოში მიიღებს.
ვალერი ფოცხვერია სამტრედიის მუნიციპალიტეტს უკვე მეორედ ხელმძღვანელობს. პირველად, რაიონის სათავეში 1999 წელს მოვიდა, როცა სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა და ამ პოსტზე 2002 წლამდე დაჰყო. მეორედ კი გასულ წელს, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „კოალიცია ქართული ოცნებიდან“ იყარა კენჭი და ხალხმა გამგებლად აირჩია.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 10 აგვისტოს ახმეტის რაიონში ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისას მოძალადის მიერ დაჭრილი პოლიციელი ელიზბარ პატარკაცაშვილი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში მოინახულა.
ზურაბ ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი და მისგან შეთავაზებაც მქონდა, – ამის შესახებ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ დღეს ბრალდებულის სტატუსით დაკითხვის დროს განაცხადა.
ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა და 2005 წლის 3 თებერვლის ღამე დეტალურად გაიხსენა. ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა უფროსმა სასამართლო პროცესზე ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული ზარის შესახებაც ისაუბრა.
აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მორიგი სანქციები ძალაში შევიდა. უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის ფედერალური მთავრობის გაზეთში გამოქვეყნდა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების გაფართოებული სია, რომელთა წინააღმდეგაც სექტორული სანქციები ამოქმედდა.
"კავკასუს ონლაინი" სხვა კომპანიებთან შესაძლო გაერთიანების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბიზნესის გაფართოების სურვილი გააჩნია და "სილქნეტის" შესყიდვაზე ფიქრობს. კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
ბოლო დღეების მანძილზე თითქმის თითო პუნქტით იცვლებოდა ლარის კურსი, გუშინ შეჩერდა და დღეს მგონია, რომ გამყარებისკენ უნდა წავიდეს. ეროვნული ბანკი ხელს უწყობდა თავისი უმოქმედობით დევალვაციას, მე მაქვს სუბიექტური აზრი და მივიჩნევ, რომ იგივეს აკეთებს ახლაც ეროვნული ბანკი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.