სოფელ ადიგენში კილომეტრ–ნახევარიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც მის მოასფალტებას, რკინა–ბეტონის სანიაღვრე არხებისა და მილ–ხიდების მშენებლობას მოიცავს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბორჯომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწმინდესმა ნათლული, პრემიერის უმცროსი შვილი, გაბრიელი მოიკითხა და მთავრობის მეთაური დალოცა.
ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა ჯავახეთის რეგიონში იქთიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ექსპედიციის შედეგად თევზის უიშვიათესი სახეობა "ტბის კალმახი" აღმოაჩინეს.
რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის ტერიტორიიდან ადგილობრივი მკვიდრი, 36 წლის მამუკა სამხარაძე გაიტაცეს.
დეპუტატ კარლო კოპალიანის განცხადებით, ლარის გაუფასურების უკან ზურაბ ადეიშვილის ხელის ბიჭი გიორგი ქადაგიძე დგას. ამის შესახებ დეპუტატმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.
ჩვენი პრინციპული პოლიტიკით რუსები ჩავკეტეთ, გამოვკეტეთ ოკუპირებულ ტერიტორიაში და გარეთ ცხვირს არ ვაყოფინებთ. ისინი კი, ბანერებითა და მავთულხლართებით გვეჩხირკედელავებიან, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯიმი კარტერს სიმსივნე აქვს. ამერიკული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია თავად კარტერმა დაადასტურა. მისი თქმით, ღვიძლის ოპერაციის დროს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მას სიმსივნე აქვს და მეტასტაზები სხვა ორგანოებზეც ვრცელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ე.წ. კაბალების საქმეზე ბრალდებული პირების თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას მინისტრის ჰუმანურ გადაწყვეტილებად აფასებს. როგორც გია ვოლსკი აცხადებს, თინა ხიდაშელი სამართლებრივად გაუმართავ ნაბიჯს არ გადადგამდა.
ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ტიანძინში მომხდარ ორ ძლიერ აფეთქებას 44 ადამიანი შეეწირა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.