სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი კახა კახიშვილი არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის პირობას დებს. როგორც კახიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ურჩევნია, სამოქალაქო სექტორისგან ნებისმიერი სახის ინფორმაცია პირადად მიიღოს.

სრულად...

ციხეში უნდა იყოს ის სტანდარტები, რომლებიც უნდა იყოს, რადგან ის არის ციხე, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა, კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს ციხეებში საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის თაობაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნაზე კომენტირებისას განუცხადა.

სრულად...

გაგრძელდება ბრძოლა კრიმინალთან, ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ამ უკომპრომისო ბრძოლაში თითოეულ პოლიციელს სრული მხარდაჭერა ექნება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილმა დღეს განაცხადა.

სრულად...

აგვისტოს ომის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით 7 და 8 აგვისტოს ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან „საზღვარს“ ჩაკეტავს. როგორც სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურში განუცხადეს, ამ დღეებში მოქალაქეებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა არ ექნებათ.

სრულად...

"პირადად ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პოზიცია არის შემდეგი, მე ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, საქართველო მიუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ჩვენ ეს პოზიცია გვქონდა გასულ წელს და გვაქვს იგივე პოზიცია ახლაც", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა

სრულად...

დიდი ხანია, დროა, კოალიცია "ქართული ოცნება" იმ რეალობას შეეგუოს, რომ პრეზიდენტი კოალიციის პოლიტიკური გუნდის წევრი არ არის, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "არტარეას" გადაცემა "პოლიტარტში" გააკეთა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის მომხრეა, თუმცა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებული საკითხი კერძო დავაა და მთავრობის ჩართულობა ამაში ნულის ტოლია.

სრულად...

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი მიიჩნევს, რომ რუსული მედიის საპირწონედ, ამერიკულმა მხარემ დასავლეთში მაუწყებელ მედიასაშუალებებში მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს. ამის შესახებ კონგრესმენმა რადიოსადგურ „ამერიკის ხმას“ განუცხადა.

სრულად...

რუსეთმა და საფრანგეთმა "მისტრალის" საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისის" ცნობით, ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ადასტურებენ.

სრულად...

ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქიბარ ხალვაში სხვას რომ რამის მიტაცებაში ედავება, ძალიან სასაცილო და ცინიკურია, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ "რუსთავი2" -ის ეთერში განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ  "რუსთავი 2"-ის დღევანდელი მფლობელების წინააღამდეგ რაიმეს მიღწევა შეუძლებელია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი