ყვარელში მოწამლულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. პაციენტებს საერთო სიმპტომები აღენიშნებათ: ღებინება, ფაღარათი, საერთო სისუსტე და მაღალი ტემპერატურა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა უწყება დატოვა. ამის შესახებ იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ნინო გიორგობიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა, თუმცა რა თანამდებობას დაიკავებს, ჯერჯერობით უცნობია.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს სტუმრობდა, სადაც გოჭკადილის კანიონი დაათვალიერა და ვიზიტორთა ცენტრის პროექტს გაეცნო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.
ზურას მკვლელობა მერაბიშვილის გადმოცემული სცენარი იყო, თუმცა შემსრულებლები ვინ იყვნენ, არ ვიცოდი, - ამის შესახებ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ზურაბ ჟვანიას დედამ, რემა ჟვანიამ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუდაუთის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის დროს დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ზურაბ ჟვანიას საქმის დღევანდელ არსებით განხილვაზე, გარდაცვლილის დედა, მარიამ (რემა) ჟვანია დაიკითხა. მარიამ ჟვანიამ ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსზე, კახა გოჩაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შვილი სრულად ენდობოდა მას.
გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლების სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის ელჩს დაემუქრა და განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტს და მის ტერორისტებს სირიაში „დიდ სტალინგრადს“ მოუწყობს. ამის შესახებ გამოცემა awdnews.com-ი წერს.
იმ მარტოხელა პენსიონერებს, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დახმარება შეუჩერდათ, დახმარების თანხის გაცემა 20 აგვისტოდან აღუდგებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პოლიტიკური რეფორმები გადამწყვეტია, რადგანაც უკრაინა და საქართველო რუსეთის მხრიდან თავდასხმის წინაშე დგანან", - ამ სათაურით აქვეყნებენ მოსაზრებებს ამერიკელი კონგრესმენები, "რესპუბლიკელები" პიტერ როსკამი და დევიდ პრაისი rollcall.com-ის გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.