საქართველოს პრეზიდენტი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს პატრიკ ჯოზეფ ჰიკს შეხვდა და „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა.
2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი, დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტომასალა ვრცელდება. უცხოური პრესის მიხედვით, ფოტომასალა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ფოტოგრაფის მიერაა გადაღებული და აღბეჭდილია ის წუთები, როდესაც პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას ტრაგედიის შესახებ აცნობეს.
10:58 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი კახეთში იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
რუსეთმა საზღვაო დოქტრინის განახლებული რედაქცია დაამტკიცა, რომელშიც ძირითადი აქცენტი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების მიმართულებაზე არის გაკეთებელი. ამის შესახებ "როიტერსი" იუწყება.
დღეიდან თბილისში ოლიმპიური შეჯიბრებები იწყება. მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ „თბილისი 2015“ -ში ევროპის 50 ქვეყანის წარმომადგენელი მონაწილეობს.
შსს-მ 1964 წელს დაბადებული თეიმურაზ ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 21-ე კილომეტრზე დააკავა.
თბილისისა და სოფიის ინტერპოლის ბიუროების ერთობლივი საქმიანობის შედეგად, ბულგარეთის რესპუბლიკაში, სილისტრაში 1971 წელს დაბადებული ზაზა ბ. დააკავეს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური დელეგაცია უკვე თბილისში იმყოფება. სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
თბილისში დღეს ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება. ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით , "თბილისი 2015-ის" გახსნის ცერემონიალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 ივლისს, 20:15-ზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა, - სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჩარგალში, ვაჟაობის დღესასწაულზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.