„ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული ოთხი დეპუტატის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „გურიანიუსთან" ინტრვიუში საუბრობს და მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯს დადებითად აფასებს. მან ამავე ინტერვიუში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზეც გააკეთა განცხადება და თქვა" "სააკაშვილს აღარც ვაკრიტიკებ, არც ვკითხულობ მის განცხადებებს."
“სოლიდარობის ფონდის” ხელმძღვანელის მარიამ ჯაშის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილმა “სოლიდარობის ფონდმა” ერთი წლის მანძილზე სიმსივნით დაავადებული 125 ბავშვის და ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო, მათ შორის 58 შემთხვევაში საზღვარგარეთ.
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის, ვერმონტის ყოფილი გუბერნატორის, NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრის, ჰოვარდ დინისა და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „გურია News"-სთან საუბარში განაცხადა, რომ დღევანდელ ხელისუფლებაშიც ხდება გადაცდენები, თუმცა, ისე არა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის" დროს ხდებოდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით (24 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით), საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ ფესტივალის მონაწილე - კოსოვოს დელეგაციის წევრებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს აინტერესებს, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველოს ხელისუფლებაზე უკრაინის სახელმწიფოებრივი პოზიციაა თუ ერთი არც მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორის ინდივიდუალური მოსაზრება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, ბაზალეთის მაჟორიტარ დეპუტატ ვარლამ ჭიპაშვილთან და სოფლის მცხოვრებლებთან ერთად სოფელ ბაზალეთში მცირე გამავლობის ხიდი გახსნა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ხონის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, ზურაბ ჯიბუხაიას, ხონის გამგეობის თანამშრომლის, დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის, ლევან ბობოხიძის და ხონის გამგებლის მოადგილის, ბესარიონ ჭელიძის შეწყალების ფაქტს აპროტესტებს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, საფრანგეთში უმაღლეს საკლუბო დონეზე დიდი ხნის განმავლობაში მოთამაშე, ლეგენდარული ქართველი მორაგბე ლევან ცაბაძე დღეს პოლიტიკურ „თამაშებშია“ ჩართული და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ასპინძის მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს.
ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-თან დაკავშირებით, ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.