საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, მის შემცვლელს საელჩოში შესანიშნავი პროფესიონალების გუნდი დახვდება.

სრულად...

ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერა ფასდაუდებელია,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართულ მიღებაზე განაცხადა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: სხვადასხვა ტიპის იარაღისათვის განკუთვნილი 2248 საბრძოლო ვაზნა, 8 გადაჭრილი თოფი, 57 ხელყუმბარა და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სადეზინფექციო სამუშაოები იწყება. პირველ ეტაპზე ყველა ტერიტორიულ ერთეულში არსებული წყლის სათავე-ნაგებობების, რეზერვუარებისა და ჭების მდგომარეობის ინსპექტირება განხორციელდება.

სრულად...

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას ეხმიანება ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა. Facebook- ზე გამოქვეყნებულ კომენტარში გუგავა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ივანიშვილმა  "სხვა მრავალ დაპირებასთან ერთად ამ შემთხვევაშიც ხალხი "პირში ჩალაგამოვლებული" დატოვა".

სრულად...

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა დატოვა.

სრულად...

თბილისის მერი დავით ნარმანია 1991-2015 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

სრულად...

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლის დაწყებიდან 22 წელი გავიდა. დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირთა მემორიალთან გაიხსენეს.

სრულად...

1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ", რომლის მიზანია მომხმარებლის ინფორმირება სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის შესახებ.

სრულად...

საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი გეოსტრატეგიული პროექტები და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის საუბრის მთავარი თემა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი