ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას თქმით, იმ გულშემატკივრებს, რომელთაც უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები Biletebi.ge-ზე შეიძინეს, შეუნარჩუნდებათ, დარჩენილი 22 ათასი ბილეთი კი სალაროებში გაიყიდება.
სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ სპეციალური დოკუმენტი თბილისის საკრებულოს განსახილველად დღეს გადაეგზავნება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ინდონეზიაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გუშინდელ პრესკონფერენციაზე თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში უკრაინაში დარჩენას არ აპირებს.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დღეს დილიდან მდინარე მტკვარზე გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რევაზ ბენიძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანებული სოფლები მოინახულა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.
საბერძნეთი დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდს ვალს არ გადაუხდის, - ამის შესახებ საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters -ი ავრცელებს. ათენს დღეს ბოლო დღე აქვს იმისათვის, რომ 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი გადაუხადოს სავალუტო ფონდს.
მთავრობის განკარგულებით, 2014-2015 წლების სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს რეგიონებისთვის 15 400 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.
სად გაგონილა, უწინარესად კი დასავლურ სამყაროში, რომ ერთდროულად, ერთი სუვერენული სახელმწიფოს მოხელე და მოქალაქე, მეორე სუვერენული სახელმწიფოს, პოლიტიკური პარტიის ლიდერი ყოფილიყოს?!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.