ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში სუბსიდირების შესახებ მთავრობა ერთობლივად იმსჯელებს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ  ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.

სრულად...

ვიცე პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უეფა-ს სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას უპასუხისმგებლობას უწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 12 წელი ცხოვრობდა იტალიაში, სადაც ძალიან მაღალ დონეზე იყო აყვანილი თუნდაც ბილეთების გაყიდვა.

სრულად...

შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქურთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გოჩა ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, კონფლიქტურ ზონაში, მარიუპოლში ქართველი მებრძოლი კოტე ლაშხია უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. როგორც ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს, კოტე ლაშხია ზღვაში დაიხრჩო.

სრულად...

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 32-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 1 ივლისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 32-ე რაუნდი გაიმართა. შედგა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი, ნიკოლოზ გელაშვილი დააკავა.

სრულად...

საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. 11 ქალაქში გახსნილ 19 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

სრულად...

შსს-მ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული დილრაბო ა. ტრეფიკინგის ბრალდებით ბათუმში, გონიოს დასახლებაში დააკავა.

სრულად...

ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა. სააკაშვილის თქმით, დადგა დრო აგრესიული მოქმედების, ეს თვისება კი კვიტაშვილს არ გააჩნია.

სრულად...

2015 წლის საგამოცდო პროცესი, ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი გამოცდა 2 ივლისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი