ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, რამდენიმე ადგილზე, ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფალიაშვილის ქუჩაზე პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მოხდა საშინელი, საზარელი ფაქტი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო თათბირზე განაცხადა, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა და საზოგადოებას მოუბოდიშა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
ჩვენ მოსურნენი ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ივაჭროს, იმოგზაუროს თავისუფლად ევროპის ქვეყნებში, რაც შეიძლება სწრაფად, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ბულგარეთის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"10 ვეფხვის დათვლა ვერ მოახერხეთ და როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას?“ - ამ სიტყვებით მიმართა „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ხელისუფლებას. მისი თქმით, დღეს დატრიალებულმა ტრაგედიამ მოთმინების ფიალა აავსო, რამაც იძულებული გახადა ბრიფინგი ჩაეტარებინა.
მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ერთი ვეფხვის ლეშის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა.
გვეგონა, რომ ვეფხვი ლაფში იყო ჩაფლული, თუმცა აღმოჩნდა რომ ცოცხალი იყო, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს დღეს მომხდარი ფაქტის შემდეგ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.
მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირი საგამოძიებო სამსახურებმა უნდა დაადგინონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "ლაგუნა ვერესთან" ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ადამიანის საკითხზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.
ზოოპარკისგან მოწოდებული ინფორმაციით, ვიცოდით, რომ არც ერთი მტაცებელი ცხოველი დაკარგული არ იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა, მისი თქმით, დღეს აღმოჩნდა, რომ საწყობში მტაცებელი ცხოველი იპოვეს.
გეომორფოლოგი, გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი „ვერეს“ ხეობაში მოსახლეობის დასახლებას დაუშვებლად მიიჩნევს, – ამის შესახებ მან პორტალ “კვირას” პრესკლუბში ისაუბრა.
ზოოპარკიდან გაქცეული თეთრი ვეფხვი, რომელმაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო მეორე სასიკვდილოდ დაგლიჯა, მოკლულია. ამის შესახებ „კვირის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება. მისი ინფორმაციით, ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.