სტიქიის შედეგად თბილისისთვის მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს ალბათ, 100 000 000 ლარიც არ ეყოფა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა წყნეთი-ახალდაბისა და წყნეთი-ბეთანიის ტერიტორიაზე სტიქიის ზონა გეოლოგებთან ერთად დაათვალიერა.
წყნეთის ქუჩა #13 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ვერეს კალაპოტის შეცვლა და მისი მარცხნივ გადაგდება მოხერხდა. სამუშაოების განხორციელებამდე მდინარეს მარცხნიდან კლდე ესაზღვრებოდა, რის გამოც ადიდებული ვერე მარჯვენა მხარეს გადმოდიოდა და წყნეთის ქუჩას აზიანებდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE აქტიურად ჩაერთო ,,#13ივნისი მოხალისეთა საზოგადოების" ფეისბუკის ჯგუფის დაბლოკვის საკითხთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის მონიტორინგში და შესაბამისი ჯგუფის ადმინისტრატორებს კონსულტაციებს უწევს.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, წყალდიდობის დროს ისიც დაზარალდა, რადგან მის აუზს ბოტანიკურ ბაღში ჩამომავალი ღელე უერთდება.
უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
წყნეთი-კიკეთი-ბეთანიის გზის კოჯრის მონაკვეთზე სავალი ნაწილის გაწმენდის სამუშაოები დღეს დილით დაიწყო და ამ ეტაპისთვის ეპიცენტრამდე გზა უკვე გაწმენდილია. აღნიშნულ სამუშაოებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი პირადად უწევდა.
ბიძინა ივანიშვილი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება და განაცხადა, რომ კარგი იქნება მომავლისთვის, თუ კანონმდებლები დააჩქარებენ და დანერგავენ ე.წ. თეთრი საყელოს პრინციპს, რომ თუ მსჯავრდებული სახიფათო არ არის, პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა არ მოითხოვოს.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წყნეთის ქუჩაზე მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები ორი დღეა მიმდინარეობს.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან საქველმოქმედო ტვირთი თბილიში გაიგზავნა. ჰუმანიტარული ტვირითი ვაკის რაიონის გამგეობის საგანგებოდ შექმნილ შტაბში მოხვდება, საიდანაც მოხდება მისი გადანაწილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.