გუშინ, მასმედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, – ბიძინა ივანიშვილი:"მე მგონია, რომ პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების სიტუაცია არ არის, ხშირად განმიცხადებია და გავიმეორებ დღესაც, უნდა მოხდეს რაღაც ცუდი პოლიტიკური სიტუაცია და თუ რაიმე უბედურება მოხდა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მომიწიოს პოლიტიკაში დაბრუნება".
დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პროკურატურა დამარცხდა, - ასე ეხმაურება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია სასამართლოს მიერ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების გათავისუფლებას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები გირაოს გარეშე, დეპუტატების ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის , შალვა შავგულიძის პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მონადირეებმა თბილისში, მტაცებელი ცხოველის შესაძლო ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე ლეში დაყარეს და ვიდეოხაფანგები დაამონტაჟეს. ეს არის ტერიტორია ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგემდე. სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
იუსტიციის მინისტრი ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება. მისი განმარტებით, პროკურატურა პირველად გამოვიდა თავდაჯერებულის და ძლიერის პოზიციიდან და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დაცვით თქვა, რომ ეს ადამიანები აღარ არიან საჭირო ციხეში, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
წყნეთის ქუჩა N13-ში მდებარე ავტოფარეხიდან მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ადგილობრივი მცხოვრების მანქანა უვნებლად ამოიყვანეს. აღნიშნულ მისამართზე სტიქიის შედეგად მიწა ჩამოიშალა და მანქანის ავტოფარეხიდან გამოყვანა შეუძლებელი გახდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია - დაღუპულია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი.
ხონის მუნიციპალიტეტი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დედაქალაქში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის. საგანგებო შტაბი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 14 ივნისს შეიქმნა და ძალიან ბევრმა ხონელმა გამოთქვა დაზრალებულებისათვის დახმარების სურვილი.
თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ახალი სახლების მშენებლობის მიზნით მთავრობა და თბილისის მერია მიწას გამოყოფენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული ტვირთისა და ფულადი დახმარების შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.