საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულების უფროსი ინსპექტორ-იურისტი გურამ სურმანიძე დააკავეს.

სრულად...

შსს-მ თბილისსა და მცხეთაში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების ოთხი წევრი დააკავა.

სრულად...

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

სრულად...

სომხურმა ეკლესიამ მილიონნახევარი ადამიანი, რომლებიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მასობრივ მკვლელობებს ემსხვერპლნენ, გუშინ წმინდანად შერაცხა.

სრულად...

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 10 წლის შვილთან, ნიკოლაი ლუკაშენკოსთან ერთად საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.

სრულად...

წყლის ტარიფები თბილისში გადაიხედება. სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიგა მანდარიას განცხადებით, ეს პროცესი თბილისში ორ თვეში დასრულდება. მისი თქმით, GWP-მ სემეკს 4 თვის წინათ მიმართა, ხოლო სემეკმა გადაწყვეტილება მიმართვიდან  6 თვის ვადაში უნდა მიიღოს.

სრულად...

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა  და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ვლადიმირ მაკეიმ ხელი მოეწერეს  საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ ასევე „საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებებს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 24 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2589 ლარად იქნება შესაძლებელი.

სრულად...

ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის რაიონის სოფლები დაზარალდა. უხვი ნალექის გამო, აფენში, ზემო ნაშოვარსა და ონანაურში საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დაიტბორა.

სრულად...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის დედაქალაქში დაგეგმილ ბერლინის რიგით მესამე აღმოსავლეთ ფორუმში (EAST FORUM BERLIN) მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი