"ნაციონალურმა მოძრაობამ" გურჯაანში ანტიკორუფციული მოკვლევის შედეგები გაასაჯაროვა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, ჟურნალისტებისთვის წარდგენილ მასალაში ლაპარაკია კორუფციული გარიგებების და ტენდერების პირობების დარღვევით გურჯაანის გამგეობასა და საკრებულოში ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტებზე.
"კორუფციასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები ძალიან სერიოზულია, ამას ვამბობ, როგორც საქართველოს მეგობარი" - ეს კომენტარი შვეიცარიის ელჩმა საქართველოში, გიუნტერ ბეხლერმა თინა ხიდაშელთან და გიგილა აგულაშვილთან შეხვედრამდე გააკეთა.
თბილისის მერის განცხადებით, ე.წ. ხრუშჩოვკების და ნგრევის პირას მყოფი სახლების პრობლემას თბილისის მერია უბნების მიხედვით, ინდივიდუალურ რეჟიმში უდგება. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟის შესახებ 10 -მდე პროექტი უკვე განხილულია.
სასტუმრო “თბილისი მარიოტში” კონფერენცია მიმდინარეობს, თემაზე: “საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება”.
მადლობელი ვარ ყოფილი პრეზიდენტის და თქვენი, რადგან ყოველთვის მხარს გვიჭერდით და გვიჭერთ დასავლეთში, – ასე მიმართა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის ქართველ კოლეგას პირისპირ შეხვედრის დაწყებისას.
ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა შევხვედროდით ამ ლეგენდარულ ქალაქში, ამ ლეგენდარულ ქვეყანაში, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი ბელარუს კოლეგას ხვდება. გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ავლაბრის რეზიდენციაში მასპინძლობს.
იქნება ხმაურიანი დაჭერები, შესაძლოა ზვიად ჯანყარაშვილი და დავით შავლიაშვილი მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში - ამის შესახებ განცხადება, "პირველ რადიოსთან" საუბრისას, გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გააკეთა.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების თანამშრომლებმა, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ლევან წ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, პეკინის ქუჩაზე დააკავეს.
დარწმუნდით, ბ–ნო ბიძინა, რომ საქართველოს პოლიტელიტაში სიკეთის კეთება სისუსტედ მიაჩნიათ! მხოლოდ, ერთეული პიროვნებები არიან, მცირე გამონაკლისი... დიახ, "კუს ნაბიჯზე" არ ინდობიან ეს "მამულიშვილები", არათუ მოცემულ სიტყვაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.