საქართველოს მთავრობა მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელ ბინას შეუძენს. შესაბამისი პროცედურები გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის შემდეგ დაიწყება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება იგეგმება. როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა guardian.ge -სთან საუბრისას განაცხადა, 2015 წელს რეგიონში თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე მასტაბური გზის მშენებლობა დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა მის მეუღლეს ნუნუკა თამაზაშვილს მესამე ვაჟი შეეძინათ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დააჯილდოვა.
მარიუპოლში დონეცკის ოლქის ახალი პროკურორის წარდგენისას, რომელსაც უკრაინის გენერალური პროურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე ესწრებოდა, სხდომათა დარბაზში კრამატორსკის პროკურორი ანდრეი სუხინი დააკავეს.
ზვიად ჯანყარაშვილი ირაკლი კორძაიას სასამართლოში უჩივის. სარჩელი ჯანყარაშვილის დაცვის მხარემ სასამართლოში დღეს შეიტანა. როგორც ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი კორძაიას მიერ ზვიად ჯანყარაშვილის წინააღმდეგ გამოითქვა ძალიან მძიმე ბრალდებები.
მფარველობდა თუ არა გია უდესიანს ლაშა ნაცვლიშვილი, – ამ თემასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აკეთებს. კბილაშვილი ნაცვლიშვილსა და უდესიანს შორის კავშირს არ გამორიცხავს, თუმცა ის დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს.
ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში გამოკვლევები ჩაიტარეს და სხვა საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს და თბილისელებს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასო გამოკვლევების ჩატარებისკენ მოუწოდეს.
დღეს ყოველი ადამიანი მახარებელი უნდა გახდეს, რაღაც სიკეთე უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ დღეს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ყოვლადწმინდა ტაძრის ხარების ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა.
ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვის პროცესი იწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.