ლეიბორისტული პარტიის აჭარის ხელმძღვანელმა დავით რობაქიძემ ევროპის ერთ-ერთ სახელმწიფოში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და დასძინა, რომ "ეს არის ივანიშვილის საოცარი დემოკრატია".
გია უდესიანი ადასტურებს რომ ის თავდაცვის სამინისტროს იმ საიდუმლო დანაყოფებს ხელმძღვანელობდა, რომელიც საიდუმლო ბრძანებით ეროვნული გვარდიის ბაზაზე იყო შექმნილი.
გაზეთ „პრაიმ ტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ყალბი დოკუმენტაციის არაერთგზის დამზადების ფაქტზე ბრალი, შესაძლოა, მოქმედ სასულიერო პირსაც წაუყენონ, რომელიც ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარია.
პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ კამპანიას დღეს სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი” შეუერთდა. აღნიშნული კამპანია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით ტარდება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს Google-ის რუკაზე 5 ქალაქის მონაცემების გადატანას დაასრულებს. ინტერაქტიულ რუკაზე სრულად განთავსდება ინფორმაცია თბილისის, გორის, რუთავის, მცხეთისა და ფოთის შესახებ.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა პრემიერ-მინისტრს პირადი დაცვის დატოვება სთხოვა – ამის შესახებ გაზეთი „კვირის ქრონიკა“ უზენაეს სასამართლოში მომუშავე ერთ-ერთ პირზე დაყრდნობით წერს.
პოლიციელების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თითქმის დამთავრდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს დაჭრილი პოლიციელის, ვალერიან გრძელიშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.
უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთვის არახელსაყრელია, რადგან ქვეყანა კორუფციულია და რეგრესული.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცველებს მოუწოდებს, პირველ რიგში, საკუთარი სიცოცხლე დაიცვან.როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია. მან ექიმებს დაჭრილის გადარჩენისთვის მადლობაც გადაუხადა და პირობა დადო, რომ სამინისტრო პოლიციელის ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარება.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს მასთან შეხვედრის სურვილი იქნება, ის მზად არის, მას დაუყოვნებლივ შეხვდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.