ფუნდამენტური თავდაცვითი შესაძლებლობის შეძენაზე საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს უარი. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე ე.წ. ექსვსეულმა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს. „შეთანხმება მიღწეულია ყველა ძირითად პუნქტზე“ – დაწერა თვითერის საკუთარ გვერდზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში გარისას უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად შეიარაღებულმა პირებმა 147 ადამიანი მოკლეს, მათი უმრავლესობა სტუდენტია. როგორც BBC იტყობინება თავდასხმა ისლამისტურმა დაჯგუფება “ალ-შაბააბმა” განახორციელა.
გიგი უგულავა დღეიდან უკანონო პატიმარია – ასეთია ადვოკატის, ბექა ბასილაიას შეფასება, რომლის განმარტებითაც, თბილისის ყოფილ მერს წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა გუშინ ამოეწურა.
თბილისის მერი დავით ნარმანია 3-4 აპრილს, სამუშაო შეხვედრებს ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში გამართავს.
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზურაბ ნ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, აფხაზეთის ქუჩაზე დააკავეს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილიპ ჰამონდმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტს ხელი მოაწერა, რითიც ბრიტანეთმა დოკუმენტის რატიფიკაცია დაასრულა.
უნდა დაიწყოს პროფესიონალური, დასავლური ტიპის პოლიტიკური პარტიების მშენებლობა, რაც ასე აკლდა უკანასკნელი 25 წლის მანძილზე საქართველოს, რის შედეგადაც უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში!
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა და გამგებლის მოადგილე გიორგი გოროზია მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღის გზის ასფალტობეტონის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
მთავარი პროკურატურა ბაჩანა ახალაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც guardian.ge უცვლელად გთავაზობთ:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.