დავით კეზერაშვილს 7 ნოემბრისა და "იმედში" შეჭრის საქმეზე, ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გუშინ, პროკურატურის დატოვების შემდეგ, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული სატელევიზიო პროექტ „2030“-ის პირველი გადაცემა ეთერში კვირას, 15 მარტს გავა.
13 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგაზაფხულო სკოლის - „ლიდერი“ - გახსნის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუბერნატორებთან, მერებთან და გამგებლებთან გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ შუახევის მუნიციპალიტეტს ბიუჯეტის 100%-იანი შესრულება აქვს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" სოსლან ზოიძე ეხმაურება და ამბობს, რომ ღარიბაშვილის ნათქვამი სინამდვილეს არ შეესაბამება.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ანდრო ბოჭორიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, პოლიციის თანამშრომელ გიორგი იორამიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციურ ძალებს ფარისევლობაში ადანაშაულებს და მათ ეკონომიკურ ვითარებასთან მიმართებაში აჟიოტაჟის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
დღეს ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარის ღირებულება ხვალიდან 2.1849 ლარი იქნება, ერთი ევროსი კი 2.3125.
2015 წლის 13 მარტს, მესტიაში მომხდარი გიორგი რატიანის მკვლელობის ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ საქართველოს შსს - საქვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დეპარტამენტის მე-9 სამმართველოს ოპერატიული მორიგე კახა მარგიანი დააკავა.
ქაშუეთის ტაძარში, აშშ-ს საზღვაო აკადემიის ორი ქართველი კურსანტის, სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა.
სავალუტო კრიზისმა უძრავი ქონების ბაზარს სერიოზული დარტყმა მიაყენა. დედაქალაქის მთელ ტერიტორიაზე ბინების რეალიზაცია კატასტროფულადაა შემცირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.