გუშინ, ვუყურე და ვუსმინე ბიძინა ივანიშვილს გადაცემაში 20/30, ორი ახალგაზრდა "ანალიტიკოსის თანხლებით"... რა შემიძლია ვთქვა? სამწუხაროდ, სანუგეშოს ვერაფერს ვიტყვი, მეტიც, მომეჩვენა (ნეტავ მეჩვენებოდეს!), რომ ბ–ნი ივანიშვილი "დროში აცდენილია" და ამას ვერ ხვდება...
2015 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა, 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 21.7 %-ით შემცირდა.
ზუგდიდში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.
თბილისის ყოფილი მერისთვის, გიგი უგულავასთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას საქართველოს მთავარი პროკურატურა ვრცელი განცხადებით ეხმაურება.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა სასამართლომ დღეს უდანაშაულოდ ცნო. მართალი ვიყავი და, რა თქმა უნდა, ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას, - განუცხადა ჟურნალისტებს ექსპერტმა, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქალები არიან ძალიან აქტიური მეცნიერებაში, ხელოვნებაში. ის, რომ პოლიტიკაში ეს ჯერ ბოლომდე არ არის ასახული, ბუნებრივია, უნდა გამოსწორდეს". მისი თქმით, კარგი იქნება, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იყოს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ჩრდილოეთ ფლოტსა და დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილში სრული სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გასცა.
მიმდინარე წლის თებერვალში, 2015 წლის იანვართან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 1,3 პროცენტით გაიზარდა. 2014 წლის თებერვალთან შედარებით, კი ინდექსი 5,4 პროცენტითაა გაზრდილი.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბაზა „უკატექსზე“ 23-ე ბატალიონის სამხედროებმა მრავალეროვნულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. სწავლება მისიაში მონაწილე საერთაშორისო სამედიცინო პერსონალს შორის კოორდინაციისა და ერთობლივი მუშაობის პრინციპების დახვეწას ისახავდა მიზნად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.