ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და მისმა მეუღლემ, დავით გარეჯის ისტორიულ მონასტერში სტუმრობისას, აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ ორ ქართველ კადეტს სანთლები დაუნთეს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზურაბ აზმაიფარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება - წეროვანს ესტუმრა.
ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ნიუ ჯერსიში გარდაცვლილი აშშ-ს საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელის - რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი 10 მარტს გაიმართება.
მცხეთის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის სახით, 4 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ვიცე–პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ლი ძინწაოსთან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ირანის საელჩოს მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურება და საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების პასუხად, ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დიდი ხნის პარტნიორ და დიდი ცივილიზაციის მქონე ქვეყანასთან - ირანის სახელმწიფოსთან.
შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1957 წელს დაბადებული დავით მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
არგენტინაში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის სპორტის სამი ფრანგი ვარსკვლავი ადგილზევე გარდაიცვალა, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ადასტურებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ სკანდალურ მასალებს ასაჯაროვებს. ორგანიზაციის დამფუძნებლის გურამ ადამაშვილის თქმით, დოკუმენტი ლარის გაუფასურებაში საქართველოს ეროვნული ბანკის ბრალეულობას ადასტურებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.