შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვისა და პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედებისთვის პოლიციის ლეიტენანტი ვანო შოშიაშვილი სამსახურიდან დაითხოვეს.
ნომერი პირველი საფრთხე, რაც ეკონომიკას აქვს, ეს არის ჭორაობა, მითქმა-მოთქმა, არასტაბილურობის განცდა და აპოკალიფსური სურათის დახატვა, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ , დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, ირანელებისა და ირანის მოქალაქეების შესახებ გაკეთებული “გაუაზრებელი განცხადების” გაკეთებაში ადანაშაულებს. ირანის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია:
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაითვალისწინა "თავისუფალი დემოკრატების" თხოვნა და რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაადასტურა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე მან კონსულტაციები ეკონომიკის ექსპერტთან, ირაკლი ლექვინაძესთან უკვე გამართა, თუმცა მან არ დააკონკრეტა აქვს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნულ საკადრო გადაწყვეტილებაზე.
ლარი დოლართან მიმართებაში უმნიშვნელოდ გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც 10 მარტიდან 1 აშშ დოლარი 2.174, 1 ევრო კი 2.3685 ლარი ეღირება
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძე პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებას არაადეკვატურს და უპასუხისმგებლოს უწოდებს.
ია მეტრეველი შვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს აკისრებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა მთავრობის პარლამენტთან ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, მთავრობას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლის არანაირი პრობლემა არ ექნება.
საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.