ნიუ იორკის ლა გვარდიას აეროპორტში დელტას თვითმფრინავი ძლიერი ქარბუქისას მოცურდა. თვითმფრინავის ბორტზე 125 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა, თუმცა მათი სერიოზული დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, იუწყება სააგენტო "როიტერსი".
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს უსაფრთხო ენერგოინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ მთელ დასავლეთ საქართველოს უზრუნველყოფს სტაბილური ბუნებრივი გაზით.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოში სადღეისოდ იმდენი ინფრასტრუქტრული პროექტი ხორციელდება, რომ მსგავსი რამ ოპოზიციას სიზმარშიც კი არ ექნება ნანახი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მირიან ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ჭუბერში დააკავეს.
,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადება გონივრული იყო, როდესაც მან თქვა, რომ საქართველო დღეს და ხვალ ნატოს წევრი ვერ გახდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 21 მარტს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციაზე არეულობის დაგეგმვას არავის ურჩევს. მინისტრის თქმით, აქციაზე უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა მოხდება.
ლარი დღეს დოლართან და ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი 6 მარტისთვის 2.1415 ლარი იქნება, 1 ევროსი კი 2.3657.
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გახსნა. წულუკიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ინიციატივით მიმართა, რომ აღნიშნულ ბიბლიოთეკას მხატვარ დავით კრაწაშვილის სახელი მიენიჭოს.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ აქვს რიგ სამინისტროებს ბიუჯეტის შესრულების კუთხით ჩამორჩენა და რატომ არ ხდება თანხების დროულად ხარჯვა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.