რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფლების - ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ლარის დღევანდელი კურსი არაადეკვატურია და ის აუცილებლად დასტაბილურდება.
ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი შენობა, ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორია, თბოელექტროსადგური, ლატარიის კომპანია, ესაა იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელსაც საქართველოს მთავრობა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეიტანს.
პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს მხარი დაუჭირა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2%-ის ფარგლებში იქნება, ეს კი ბიუჯეტის პარამეტრების შეცვლის აუცილებლობას განაპირობებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, არსებული მონაცემებით, ლარი უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს სთხოვა, ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგინონ გეგმა, თუ როგორ შეუმსუბუქონ ტვირთი ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ აღებული, შემოსავალი კი - ლარებში გააჩნიათ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს, თუმცა მას იმედი აქვს, რომ დაგვიანებები ეპიზოდურია და არა სისტემური ხასიათის.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით, 500-მდე მედიკამენტზე ფასი 15-20%-ის ფარგლებში არის მომატებული.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ რუსული სატრანზიტო ნომრებიანი ავტომანქანები, რომელიც თბილისში გუშინ შენიშნეს, საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.