შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“-ში 2013-2014 წლებში დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, შსს-მ წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ძებნილი თამარ ფხოველიშვილი დააკავა.
23 თებერვალს, შუაღამისას თურქული ჯარების კოლონამ და იარაღით სავსე სატრანსპორტო საშუალებებმა სირიის საზღვარი გადაკვეთეს და დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე, დაახლოებით 33 კილომეტრის მანძილზე შევიდნენ.
რუსეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა რომ მეზობელ უკრაინასთან ომი „მოსალოდნელი არ არის“. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველ საკითხთა შორის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #69 დადგენილებაში ცვლილებების შეტანაზეც იმსჯელეს, რაც მუნიციპალიტეტისთვის 250 000 ლარის ღირებულების სპეცტექნიკისგადაცემას ითვალისწინებს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში, როცა ლარის კურსი ეცემა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცენტი კორექტირებას მოითხოვს, მთავრობამ გადაწყვიტა "ქამრები შემოიჭიროს" და შეამციროს ადმინისტრაციული ხარჯები!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა.
"ქვეყანაში უპატრონობის ტოტალური განცდაა", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ქვემო ქართლის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. 24 თებერვლისთვის 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.1971 ლარი იქნება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩს შეხვდა.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე მისთვის დაუსწრებლად წარდგენილ ბრალდებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.