"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 27 თებერვალს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვს.
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, ბიძინა ივანიშვილს ქართული ეროვნული ვალუტის გადასარჩენად 1 მილიარდი ლარის გაღებისაკენ მოუწოდებს.
ეროვნული ბანკის მიერ დოლარის ლართან მიმართებაში 24 თებერვლისთვის დაწესებული ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს პრაქტიკულად აღარ მოქმედებს.
დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია თბილისის ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილისა და მერის მეორე მოადგილის, გიორგი ხელაიას თანამდებობებიდან წასვლის თაობაზე, თუმცა დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ მორიგ საკადრო ცვლილებებზე გაზეთი "კვირის ქრონიკა" წერს. გაზეთის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კულუარებში უკვე ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე მინისტრს თანამდებობებიდან გაათავისუფლებს.
შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გახსნა თბილისის საერთაშორისო ორდღიანი ფორუმი „რეგიონული სტაბილურობისათვის: „ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის გამოწვევები და პასუხები“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის დახმარება, რასაც საერთაშორისო საზოგადოება უკრაინას სთავაზობს, საკმარისი არ არის და უკრაინას თავდაცვითი იარაღი სჭირდება.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ბრიუსელში იმსჯელებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში უკვე ბელგიის დედაქალაქშია და კონსულტაციებისთვის ემზადება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ჯონი ხეცურიანი და მოქალაქე მამუკა გასვიანი დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.