საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ 80 მილიონი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტზე მოაწერეს ხელი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მდინარე სუფსაზე არსებული დამბა გაირღვა და წყალი 70-ზე მეტი ოჯახის კერძო საკუთრებაში მიედინება, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზებს და ოსებს ასოცირების შეთანხმების პერსპექტივებით სარგებლობას სთავაზობს.
კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კოალიციის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი კანდიდატად მაინც რჩება. როგორც ცესკოში განმარტავენ, კანდიდატურის მოხსნის ვადები ამოწურულია, ბიულეტენების ბეჭდვა დაწყებულია და ცვლილებები ამ ეტაპზე შეუძლებელია. ბიულეტენზე თოფჩიშვილის გვარი მაინც იქნება.
ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, აშშ მზადაა სამხედრო მოქმედებებისთვის იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა ერაყის ტერორისტებისგან დაცვა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
ევროკომიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზო იმედოვნებს, რომ საქართველოში 15 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. ამის შესახებ ბაროზომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ "ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუს იმ ნაწილსგამოეხმაურა, სადაც პრემიერი ამბობს, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიით.
კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:
არჩევნების ჩატარების შემდეგ, ახალ მუნიციპალიტეტებში სამუშაო პროცესი არც ერთი დღით არ შეფერხდება , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, განაგრძოს მუშაობა იმის გამოსარკვევად, ჰქონდა თუ არა ადგილი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან წინასწარ დაგეგმილ სცენარს კანდიდატების დაყენების, ხოლო შემდეგ ვითომ ზეწოლის მოტივით მოხნის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.