ჯერჯერობით საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიდის – განუცხადა ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტური საჭირო არ უნდა გახდეს. ამის შესახებ მან დღეს, ვაკის #11 საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
კოალიცია "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი კოალიცია, ვადამდელი საპარალამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ ბრძოლას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღიდანვე დაიწყებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა სია ფოტოსურათით იქნება წარმოდგენილი. ამომრჩეველთა ერთიანი სიისთვის ფოტოსურათის დამატება საარჩევნო კანონმდებლობაში ერთ-ერთი ბოლო ცვლილებების ფარგლებში გადაწყდა. ეს იქნება სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი, გადაყვანილი ციფრულ ფორმატში.
მილიონობით ავღანელი დღეს საარჩევნო უბნებზე გამოცხადდება და ავღანეთის მოქმედი პრეზიდენტის ჰამიდ ყარზაის შემცვლელს აირჩევს. ავღანეთში, დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. "ბიბისი"-ის ცნობით, არჩევნების მე-2 ტურში ერთმანეთს ავღანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი აშრაფ განი უპირისპირდებიან.
ისევე, როგორც 2 წლის წინათ, ახლაც ყოველი თქვენგანის ხმა გადამწყვეტია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს უზრუნველყონ წესრიგი ყველგან, პოლიტიკურ პარტიებს კი მიმართავს არ დაუშვან ძალადობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მარნეულში "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატ მერაბ თოფჩიშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით , ხელისუფლებამ "ნაციონალურ მოძრაობას" ამ რაიონში "ძალიან სახიფათო თამაშის" წამოწყების საშუალება არ მისცა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვანო მაჭავარიანის და ლაშა აბაშიძის გათავისუფლების შესახებ განკარგულებები გამოაქვეყნა.
"ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს და საარჩევნო პროცესიდან გამოთიშვას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება მერაბ თოფჩიშვილმა მარნეულში, საკუთარი საარჩევნო შტაბის წინ გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.