რუსეთის ხელისუფლება სააკაშვილს პუტინის მტრად აღიარებს და, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ფიზიკურადაც გაუსწორდებოდა , - ასეთი კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გავრცელებულ ინფრომაციაზე, რომლის მიხედვითაც, მიხელ სააკაშვილზე, დავით კეზერაშვილსა და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებზე რუსეთმა შესაძლოა, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს.
მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა გიზო სართანიამ, კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა, ბიზნესმენმა დავით ბერძენიშვილმა და კორეულმა კომპანია ,,TDA"–მ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის რეკონსტრუქციაზე იმსჯელეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ევროპის საბჭო და ეუთო დააკვირდება.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანზე, რომლებიც 2008 წელს ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე არიან პასუხისმგებელნი, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.
ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის შეფასებით, ხელისუფლება ყველა ძალადობას ემიჯნება, რაც საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებით, წინასაარჩევნოდ განხორციელდა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ოსეთი" ლიდერობს. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , ბელა პლიევას ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვის პარტიამ "ერთიანი ოსეთი" ხმათა უმრავლესობა - 44,11% დააგროვა.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ლევან ა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მარნეულში გუშინ (5 ივნისი, 2014) განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია:
ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებული სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ქვეყნის სიამაყის, პასუხისმგებლობის და მხედრული ღირსების წარმოსაჩენად მიემზგავრებიან.
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა მარნეულში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. "საღამოს ვნახე ჩემი თავი, თვითონ არ მომეწონა, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ყვირილი და ხმამაღალი საუბარი ლამაზი არ არის, მაგრამ რას ვიზამთ, ხანდახან ასეც ხდება ხოლმე", – განაცხადა გიგი უგულავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.