მამა გაბრიელის საფლავთან ერთად მისი მოძღვრის და ღირსი მამა იოანეს საფლავებიც გაიხსნება. 20 თებერვალს, 17:00 საათზე ბეთანიაში გაიხსნება მამა გაბრიელის მოძღვრის, ღირსი მამა გიორგი-იოანეს და ღირსი მამა იოანეს წმინდა ნაწილები 22 თებერვალს 12:00 საათზე კი გაიხსნება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამის, წმინდა გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები.
მუხროვანის სკანდალური კადრების მონაწილე, გენერალი დავით ნაირაშვილი დღემდე სამხედრო ატაშეს თანამდებობას იკავებს. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები გენერალ ნაირაშვილის პასუხისგებაში მიცემას დაუყოვნებლივ ითხოვენ. მათი განცხადებით, გამოძიებამ ის ეჭვმიტანილის სახით უნდა დაკითხოს.
სასულიერო პირის მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში 24 წლის ქართველი დააკავეს. ეს ინფორმაცია "კვირას" საბერძნეთში საქართველოს კონსულმა გიორგი არჩემაშვილმა დაუდასტურა.
20 წლის ბრიტანელი ბრედლი ეიმსი ალკოჰოლური ონლაინთამაშ – “NekNominate”--ის მესამე მსხვერპლი გახდა. მან ჩაისთან ერთად დალია დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი "ჯინი", სამი დღის შემდეგ კი გარდაიცვალა, – ამის შესახებ გამომცემლობა "დეილი მეილი" წერს.
სამი ადამიანი დაიღუპა კიევში, ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის დღეს მომხდარი დაპირისპირებისას. ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საარჩევნო ბარიერის 50%-მდე გაზრდის ინიციატივას რევოლუციურს უწოდებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას გული სწყდება, რომ ოპოზიცია ამ ცვლილებებს სათანადოდ ვერ აფასებს.
"ჩემი ინფორმაციებით, უახლოეს პერსპექტივაში საკმაოდ დრამატულად და რთულად შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში", - ამის შესახებ "რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", სადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამოწვევებთან დაკავშირებული ფორუმი მიმდინარეობს, განაცხადა, რომ "ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა რეალურად შეეხოს თითოეულ ადამიანს".
ტელევიზორისთვის დღეში 2 საათზე მეტ ხანს ყურება შესაძლოა ადრეული სიკვდილის გამომწვევი იყოს, - ამტკიცებენ მეცნიერები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში შპს "საბუდარას" მიერ ახალი ინკუბატორისა და საკვების მოსამზადებელი საწარმოს გახსნას დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.