საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილებები, კანონით განსაზღვრულ ვადაში, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.police.ge-ზე გამოქვეყნდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.ბ. არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, აბული-კარტიკამის გზის მშენებლობა გრძელდება. ამ ეტაპზე დაგეგმილია სოფელ აბულიდან სოფელ კარტიკამის მიმართულებით ასფალტის საფარის 4048 მეტრ სიგრძეზე დაგება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება - კერძოდ, სოფელ ორლოვკაში ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს „ჯავახ ავტოგზა“ ახორციელებს.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, საფრთხე იმისა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, „რეალურია“. უფრო ადრე, მან პუტინის განცხადებას, რომ რუსეთმა თავისი პირველი ტაქტიკური ბირთვული იარაღი განათავსა ბელარუსში, „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ უწოდა.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიმართულებით გასახორციელებელ ღონისძიებებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Emaar Properties-ის დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს შეხვდა.
თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალი მმართველი აპირებს რეფინანსირების განაკვეთის 8,5 პროცენტიდან 25 პროცენტამდე აწევას, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა თავიანთი დაძაბული ურთიერთობების სტაბილიზაციის პირობა დადეს მას შემდეგ, რაც პეკინში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩავიდა და უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა, ჯერ თავის კოლეგასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, შემდეგ კი ქვეყნის ლიდერ სი ძინპინთან.
დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.