საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები იყო მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარს შორის შეხვედრისას.
საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით შ.წ.-ს და ზ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა.
7-8 ოქტომბერს საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს ახალი თავმჯდომარის ადმირალ ბაუერის მეთაურობით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
ლიბერთის ახალი პროექტის „შეხვედრები ახლებურად“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმერეთში გაიმართა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მაქსიმუმ 6-8 თვეში სრულად გადააბარებს ხელისუფლებას „ნაციონალურ მოძრაობას“. მისი თქმით, 20 მუნიციპალიტეტში გამოცხადებული მეორე ტურიდან, მმართველი პარტია ნახევარს მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუთმობს.
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-7 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისია (EUTM RCA) დაასრულა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა უფლებამოსილება მე-8 როტაციით ჩასულ ნაკრებ ოცეულს გადააბარეს და საერთაშორისო მისიის წარმატებით განხორციელება უსურვეს.
ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში 300 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა გაიხსნა. სკოლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრისა რუსია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
რუსთავის ციხესთან საქართველოს ყოფილი პრეზიხენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩასულმა ნიკანორ მელიამ მედიასთან კომენტირებისას თქვა, რომ „საქმე არის ბოლომდე მისაყვანი“ და მათი ამოცანაა მეორე ტურში ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გამარჯვება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს „სალაპარაკო აღარ ჰქონდეთ“.
„ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში, გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო. თუმცა, საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.