ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება. ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, იაქტიურონ.
არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილზე და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადამწყვეტი მარცხი განიცადოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა .
3 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მილიონ 160 ათასმა ამომრჩეველმა. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, აქტივობა არის საკმაოდ მაღალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
„დღეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის"- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს ტომას დეხუვსკის, კორინა კრეცუსა და ვიქტორ ნეგრესკუს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ის სიახლეები გააცნო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის განახორციელა.
12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17.72%, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე ჰქონდა. ამის შესახებ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მარნეულის 27-ე და 85-ე საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესს დააკვირდა, სადაც გაესაუბრა მოქალაქეებს, საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს. ელჩმა საქართველოს დემოკრატიული პროცესის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საპოლიციო ღონისძიების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.