ინტენსიურ თერაპიაში მყოფი პაციენტების მკურნალობაში ქართველ მედიკოსთა დასახმარებლად აშშ-ის მთავრობამ $200,000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს გადასცა.
ბიძინა ივანიშვილის სიტყვები შემთხვევით არ გამიხსენებია, ჩვენი ხელწერა არის ჰუმანურობა და ადამიანების მიმართ პატივისცემით მოპყრობა, მიუხედავად იმისა ისინი იმსახურებენ თუ არა ამ პატივისცემას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ჩვენ, ბუნებრივია, საერთაშორისო საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუმცა არაფერი დაფარული არ არაის, ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა მძიმე დანაშაულებში მიუძღვის ბრალი ბატონ სააკაშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.
არავის დაკავება არ მიხარია და ბუნებრივია, არავის გვიხარია არავის ციხეში გამოკეტვა, მაგრამ სამართალი აღსრულდა, დღეს დავაკავეთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს მოსახლეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.
ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გაავრცელა.
მინდა ვთქვა, რომ მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.
მსაჯვრდებული მიხეილ სააკაშვილი, დღეს, დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პროკურატურაში გაკეთდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე მის დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი - ჩვენ, ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.