1849 წლის 2 იანვარს ტფილისის გიმნაზიის „ზალაში“ წარმოადგინეს პირველი ქართული წარმოდგენა, გიორგი ერისთავის კომედია - „გაყრა“. სპექტაკლს დაესწრო კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი მეუღლითურთ. სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა.
ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და აღარასოდეს ასეთი ტიპის შეთანხმება აღარ გაფორმდება.
როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წიგნების კუთხე გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრო აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი, რომელიც საქართველოში Agile Spirit 2021-ის დახურვის ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს - აპრილში ჩვენ გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში ეს მაჩვენებელი 25,8% იყო, ივნისში - 18,7% გვქონდა ეკონომიკური ზრდა და ჯამში, 6 თვის განმავლობაში, 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. სამედიცინო ცენტრში მობილიზებულია ამცრელი ჯგუფი და ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუფერხებლად შეუძლიათ.
Agile Spirit 2021-ის პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა სენაკში, II ბრიგადის პოლიგონზე კომბინირებული წვრთნა გამართეს. მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში მსგავსი მასშტაბური სწავლება პირველად ჩატარდა, სადაც მონაწილეობა საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებმა ერთმანეთის მხარდამხარ მიიღეს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. ამერიკელ გენერალს ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის ძალების J-5-ის დეპარტამენტის უფროსმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ ბრიტანელ ექსპერტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.