საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები დახვდნენ.
სხდომაზე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. სხდომის მონაწილეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
80 წლის ასაკში საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი გუჩა კვარაცხელია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო. კიევში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად რთული ვითარებისა და პანდემიისა, სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დაკლებია.
საქართველოში ვიზიტად იტალიის თავდაცვის ძალების დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იტალიის თავდაცვის შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ბრიგადის გენერალი დავიდ მორპურგო ხელმძღვანელობს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ინიციატივის ნორვეგიელ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ კენეტ ბაკენს მედალი - „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა. ვიცე-პოლკოვნიკმა კენეტ ბაკენმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2019 წლის აგვისტოდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა ათეულობით ირანული ვებგვერდი, რომელთაც ბრალი დეზინფორმაციის გავრცელებაში ედებათ. მათ შორისაა ირანის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული „პრეს ტვ“ და „ალ-მასირაჰ ტვ“, რომელიც ირანის მხარდაჭერილი „ჰუტების“ მოძრაობის მიერ არის მართული.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო რჩება; საზოგადოებრივი კვების ობიექტები იმუშავებენ 00:00 საათამდე, აგრეთვე, სასტუმროებს სტუმრებისთვის შეეძლებათ 00:00 საათამდე ამუშაონ რესტორნები, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.