საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სადღეისოდ საქართველოში ოფიციალურად ინდური შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა მისი გავრცელება სავარაუდოდ, შესაძლოა 10-15 პროცენტი იყოს, შესაბამისად, სიფრთხილეა საჭირო.
დასრულდა თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის გზის პროექტირება, 85 კმ-იანი მონაკვეთი, 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა, კახეთის ავტომაგისტრალი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის განვითარების, ამავდროულად კახეთის რეგიონის განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.
მაშველებმა უცხო ქვეყნის დაშავებული მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში გადაიყვანეს, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მამაკაცის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ნატოს გადაწყვეტილებით, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ მიმდინარე წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატოსთან შეთანხმებული გრაფიკით ტოვებენ ავღანეთს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, ახალციხეში, პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია, გერმანიიდან თბილისში გადმოიყვანეს. ექიმების თქმით, მას შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის ინტენსიური კურსი და ოჯახური გარემო სჭირდება.
„დღემდე, ამ წუთამდე, საქართველოს შიდა გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს, არის აქტუალური და ამ შესაძლო განვითარებას პირადაპირ ხელი შეუწყო ამ ნაბიჯმა, რაც გადადგა საქართველოს პრემიერ მინისტრმა", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
GUARDIAN.GE - სომხეთში, გასულ წელს აზერბაიჯანთან გამანადგურებელი შედეგით დასრულებული ომის შემდეგ, რასაც მთიანი ყარაბაღის დაკარგვა მოჰყვა, 20 ივნისს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, გამარჯვება პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოიპოვა, თუმცა მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა არჩევნების შედეგები საეჭვოდ გამოაცხადა და თქვა, რომ გაყალბებას აქვს ადგილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.