30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს, - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
ჩვენ დღეს კიდევ ვიმუშავებთ „იუნისეფთან“, რომ დაგვიზუსტონ, როდის იქნება მოწოდებული „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა და ამის მიხედვით დავგეგმავთ აცრებს. მაგრამ ალტერნატიული ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ პირველ დოზაზე ვინც ჩაწერილი იყო, შესაძლოა, მათ შევთავაზოთ - თუ ისინი დათანხმდებიან და სურთ - „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილი უხერხულობისთვის მოსახლეობას კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გადაადგილებაზე არსებული აკრძალვები იხსნება, რომლის შედეგადაც, შეზღუდვა გაუქმდება დედაქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტზეც.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ-ი) „თელასის“ მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილი შეტყობინების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
22 ივნისიდან, ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა კი 1-ლი ივლისიდან მოიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში მდებარე, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია, სადაც დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 1-ლი ივლისიდან გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდება.
კომპანია „თელასი“ განმარტებას აკეთებს აბონენტებისთვის სმს შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ შეტყობინებაში მითითებული – მრიცხველის ჩვენების გაგზავნა სავალდებულო არ არის.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე მდებარე ნაზარლების ტერიტორიაზე, რამდენიმე ჰექტარ ფართობზე ხორბლის მოსავალი დაიწვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.