„ღმერთმა ინებოს, რომ უხვად გადმოვიდეს მადლი სულისა წმიდისა“, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
ახლა „მთავარზე“ ვუსმენ ეკა კვესიტაძეს ექსპერტებითურთ, რომლებიც იმპერატიულად აცხადებენ, რომ თურმე ვინც თურქეთზე ან ალიევ-აზერბაიჯანზე იტყვის, რომ მათ ტაო-კლარჯეთი ან დავით გარეჯი წაგვართვეს, რუსეთის აგენტია.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ 2019 წლის 20 ივნისზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება და ამ „ტრაგედიაზე სამართლიანობა დადგება მაშინ, როდესაც ახალგაზრდებისათვის თვალების დათხრის ბრძანებაზე პასუხისმგებელი პირი, ბიძინა ივანიშვილი დაჯდება საბრალდებო სკამზე“.
GUARDIAN.GE - 18 ივნისს გამართულ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრაკონსერვატორი კლერიკალი და მართლმსაჯულების ხელმძღვანელი, 60 წლის ებრაჰიმ რაისი ლიდერობს. ინფორმაციას ირანული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სხვა კანდიდატებმა - მათ შორის ულტრაკონსერვატორებმა, მოჰსენ რეზაიმ და ამირჰოსეინ ღაზიზადე-ჰაშემიმ და რეფორმატორმა, აბდოლნასერ ჰემატიმ, დამარცხება აღიარეს და რაისს გამარჯვება მიულოცეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ვლადიმერ ბორცვაძემ და შალვა ბედოიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები პირადად წარუდგინეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ოფიციალური ვიზიტისას მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენცია გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ვიზიტით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება ვატიკანთან. მათივე ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალზეც ვესაუბრეთ. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ახალი სტრატეგიის შემუშავებაში მივიღოთ მონაწილეობა. ქვეყნის ახალი სტრატეგია იწერება ამჟამად და რეფორმების განვითარების კუთხით, რაც საქართველოს მთავრობას ასე ძალიან უნდა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ქალბატონ ანა ბიერდესს ვთხოვე, რომ მსოფლიო ბანკი აქტიურად ჩაერთოს და კონსულტაცია მივიღოთ, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება, ჩვენი მთავრობის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ, ანა ბიერდესთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენ აქტიურ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის პროცესში, ვაქცინების შეძენის პროცესში და მე მინდა, ბანკს საჯარო მადლობა გადავუხადო ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდესთან ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას აღნიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.