(GUARDIAN.GE) -„იქ, სადაც ჩვენ გვაქვს განსხვავებები, მინდა პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ“, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინთან 2-საათიანი მოალაპარაკებების დასრულების შემდეგ.
(GUARDIAN.GE) - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს, ჯოზეფ ბაიდენს იგი თეთრ სახლში არ მიუწვევია და არც მას დაუპატიჟია ამერიკელი კოლეგა მოსკოვში.
შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბრიტანული შტამი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, ხოლო ინდურ შტამზე ჯერ არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია.
შვეიცარიაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დასაწყისში ჯოზეფ ბაიდენმა თქვა: „როგორც მე ვთქვი გარეთ, ვფიქრობ, ყოველთვის უმჯობესია, პირისპირ შეხვედრა“. ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მათი „შეხვედრა პროდუქტიული იქნება“.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.
პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდე საქართველოს პირველ ოფიციალურ ვიზიტად 17 ივნისს ეწვევა.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება კიდევ 1315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიის მიმართულებით, ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.