იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში მიიღო. მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე აქტუალურ პროექტებზე ისაუბრეს. მათ შორის ყურადღება გამახვილდა პროფესიული განათლების მიმართულებით იმერეთში არსებულ პოტენციალზე.
ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის რამდენიმე მემორანდუმს.
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით წმინდა საყდარში (ვატიკანი) იმყოფება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს საქართველოს პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო-ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიაში პირველად ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ლაშა ხეთერელთან დაკავშირებით, მუდმივი კომუნიკაციას ახორციელებდა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორს, გენერალ ებერჰარდ ცორნს შეხვდა. ქართველ და გერმანელ კოლეგებს შორის შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დალტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას მიესალმება.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 57 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 80-მა სახელმწიფომ. ინფორმაციას გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.
„ის, რომ სკოლამ პანდემიის პირობებში, 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრის მთლიანად საკლასო ოთახებში წარმატებით დასრულება შეძლო, მნიშვნელოვნად იყო განპირობებული იმ რეგულაციების დაცვით, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ჯანდაცვის უწყებამ დაგვიწესა, - განაცხადა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვაჟა ზურნაჩიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.