ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სოფელ დიდ ხანჩალში მინი სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშესაწყობად ისტორიული როლი შეასრულა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 019.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2 პროცენტით მეტია.
(GUARDIAN.GE) - ისრაელის ახალმა პრემიერ მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა პირობა დადო, რომ გააერთიანებს ქვეყანას. მან თქვა, რომ თავისი მთავრობა „ყველა ხალხისთვის იმუშავებს“ და დაამატა, რომ პრიორიტეტი განათლებისა და ჯანდაცვის რეფორმები იქნება.
(GUARDIAN.GE) - ჩინეთმა გააფრთხილა დიდი შვიდეულის ლიდერები, რომ დღეები, როდესაც ქვეყნების „მცირე“ ჯგუფი წყვეტდა მსოფლიოს ბედს, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. „დღეები, როცა გლობალური გადაწყვეტილებები ქვეყნების მცირე ჯგუფისგან იყო ნაკარნახევი, დიდი ხნის გარდასულია. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ქვეყნები, არიან ისინი დიდი თუ მცირე, ძლიერი თუ სუსტი, ღარიბი თუ მდიდარი, თანაბარნი არიან, და გვჯერა ისიც, რომ მსოფლიო საქმეები უნდა წყდებოდეს ყველა ქვეყანასთან კონსულტაციების მეშვეობით“, განაცხადა ლონდონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება.
13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ორი ხობელი ახალგაზრდა - ინდირა და ლიზი ზარანდიები.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.
ნატოს სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.