საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელიც საქართველოს დღეს ეწვია.
რაც შეეხება უშუალოდ იმპლემენტაციას და ასე ვთქვათ, შეთანხმების შესრულებას, მე შემიძლია დაგიდასტუროთ ჩვენი გუნდის სახელით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
დღევანდელი ვიზიტი არის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურება, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი. ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს და ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე „ქართული ოცნებისადმი“ მიმართვა ვრცელდება.
შეთანხმება შედგა, ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია. ხელოვნური კრიზისი ამოწურულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19 (მათგან 101 641 პირმა ამის შესახებ იცის, ხოლო 204 520-მა არ იცის). შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქ. თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ე.წ. იმუნური ფენა შეადგენს ამ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს – ამის შესახებ ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა. მინისტრმა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის, ასევე სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის ისრაელის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და ჩვენი ერების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ხაზგასმით აღნიშნა.
„დღევანდელი დღიდან ეს უკვე არის მრავალპარტიული პარლამენტი“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.